ე. წ. ამერიკული თეთრი პეპელას მატლები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი სოფლებში რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ მრავალწლიან ნარგავებზე ისევ გამოჩნდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონალური სამმართველოს ინსპექტორი ოლივერ გოგუაძე მოსახლეობას ურჩევს, პირველ ეტაპზე, მავნებლის წინააღმდეგ მექანიკური მეთოდით ბრძოლის ღონისძიებები გაატარონ, ყოველდღიურად დაათვალიერონ საკარმიდამო ნაკვეთებზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები, აღმოჩენის შემთხვევაში კი მატლებით სავსე ტოტი ფრთხილად მოჭრან და დაწვან.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved