ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ნატო-ში ინტეგრაციის მხარდამჭერი დოკუმენტი მიიღეს
პოლიტიკურმა პარტიება ნატო-ში ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღეს,სადაც აღნიშნავენ, რომ მიუხედავად შიდა პოლიტიკური უთანხმოებისა ახლა ერთ პრინციპზე დგანან.
"ჩვენ, საქართველოს ევრო-ატლანტკურ ინტეგრაციის დეკლარაციაზე ხელის მოწერ ქართულ პოლიტიკურ პარტიებს გვქონდა და გვექნება არსებითი შიდა პოლიტიკური უთანხმოება, მაგრამ ახლა ერთად ვდგავართ იმ პრინციპზე, რომ საქართველო არის სუვერენული და თავისუფალი ქვეყანა, ხოლო ქართველი ხალხი ცდილობს ააშენოს ევროპის დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანა, რომელიც აფასებს თავისუფლებას, ეკონომიკურ შესაძლებლობებს, უსაფრთხოებას და ესწრაფვის ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებისკენ.
ისინი აღნიშნავენ, რომ საქართველო ცდილობს მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევრო-ატლანტიკურ საზოგადოებაში.
საქართველოს სურს, ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი ევროატლანტიკურ საზოგადოებაში, მის კოლექტიურ უსაფრთხოებაში, დემოკრატიასა და კეთილდღეობაში საკუთარი წვლილის შეტანით,"_ წერია დეკლარაციაში.
პოლიტიკური პარტიის ლიდერები ასევე ხაზს უსვავენ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას.
ჩვენი ქვეყანა ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომელმაც მის მიერ კონტროლის ქვეშ მყოფი სუბიექტები აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.
ბოლო 25 წლის განმავლობაში რუსეთის აგრესიის გამო და 2008 წელს საქართველოში შეჭრის გამო ასი ათასობით მოქალაქე დევნილი გახდა.
ჩვენ ვიმყოფებით ტერიტორიული დავებით სავსე რეგიონში, რომელიც გეოგრაფიულად ახლოსაა მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ზონებთან. თუმცა, ჩვენი ადგილმდებარეობა ასევე მნიშვნელოვანია, როგორც ლოგისტიკური და ენერგეტიკული კორიდორი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის", – ნათქვამია დეკლარაციაში.
ჩვენ არ შეგვიძლია გავაკონტროლოთ, განვსაზღვროთ ჩვენი მეზობელი ქვეყნის ქმედებები, რადგან ქართველი ხალხი კეთილმეზობლურ, თავისუფალ და ღია სავაჭრო ურთიერთობებს სცემს პატივს და დავების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის აზრის ერთგულია.
ქართველი პოლიტიკოსები ასევე გამოხატავენ იმედს, რომ პარტნიორები ტრანსატლანტიკური საზოგადოებიდან დაეხმარებიან საქართველოს ინტეგრაციაში.
ჩვენ ველით სრულ მხარდაჭერას და დახმარებას ჩვენი პარტნიორებისგან ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში, რათა საქართველომ მოახდინოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირში, ნატო-სა და სხვა ყველა ევროატლანტიკურ ინსტიტუტში", – ნათქვამია დეკლარაციაში.
დოკუმენტს ხელს აწერენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე "ქართული ოცნება", "რესპუბლიკური პარტია", "კონსერვატორები", "ეროვნული ფორუმი", "თავისუფალი დემოკრატები" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".