ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩად შესაძლოა, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაინიშნოს.
2030.news-ის ინფორმაციით, ჯანელიძის აშშ-ის ელჩად დანიშვნის შემთხვევაში, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მას მისივე მოადგილე დავით ზალკალიანი შეცვლის.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანელიძე აცხადებს:
"საინტერესო ინფორმაციაა, ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ. მე ვმუშაობ ჩემს პოზიციაზე", _ განაცხადა ჯანელიძემ.
ამ დროისთვის ოფიციალურად არ დასტურდება, რომ არჩილ გეგეშიძე ელჩის თანამდებობას ტოვებს, თუმცა, არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება მისი ელჩობიდან წასვლის შესახებ უკვე მიღებულია.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ ჯანელიძის აშშ-ში ელჩობის საკითხი ჯერ კიდევ გიორგი კვირიკაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს განიხილებოდა.