მყვინთავი, რომელიც მარტვილში, სოფელ გოჭკადილში, მდინარე აბაშისწყალში დაკარგული მოზარდის ძებნისას დაიხრჩო, საქართველოს წყალქვეშ ყვინთვის ნაციონალური ფედერაციის უფროსი ელგუჯა ჯამრიშვილია.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ადგილზე მომუშავე მაშველებმა განუცხადეს.
გარდაცვლილი მყვინთავის ცხედარს, ისე როგორც დაკარგულ მოზარდს, მდინარე აბაშისწყალში ამ დრომდე ეძებენ.
"მდინარე ადიდებულია და სამძებრო სამუშაოები გართულებულია, თუმცა ის მაინც გრძელდება. არც ერთი მათგანი – არც მყვინთავი და არც მოზარდი ჯერ ნაპოვნი არ არის", _ აცხადებს მარტვილის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა.
შსს-ს ინფორმაციით კი, 17 წლის ბიჭის და მყვინთავის სამძებრო სამუშაოებში 40 მაშველი და მყვინთავი მონაწილეობს. მაშველები ადგილზე თბილისიდან და ბათუმიდან ჩავიდნენ.
ამავე თემაზე: