მარტვილში, მდინარე აბაშისწყალში მოზარდის ცხედარი იპოვეს.
ამ დრომდე გრძელდება საქართველოს წყალქვეშ ყვინთვის ნაციონალური ფედერაციის უფროსის, ელგუჯა ჯამრიშვილის სამძებრო სამუშაოები, რომელიც წყალში მოზარდის მოსაძებნად შევიდა.
სამძებრო სამუშაოებში 40-მდე მაშველი და მყვინთავი მონაწილეობს. მაშველები ადგილზე თბილისიდან და ბათუმიდან ჩავიდნენ.
სამუშაოები მდინარის ადიდების გამო გართულებულია.