ტაივანში სამგაზავრო მატარებელში ხელნაკეთი ბომბი აფეთქდა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აფეთქების შედეგად 25 მგზავრი დაშავდა.
ტაივანის პოლიციის სააგენტოს ინფორმაციით, აფეთქებას ტერაქტთან კავშირი არ აქვს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბომბი მატარებელში წითელი ჩანთით შეიტანეს, როგორ ჩანთებსაც მთამსვლელები იყენებენ.
მაუწყებლის ცნობით, ამ დროისთვის უცნობია თუ რომელმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ განახორციელა მატარებელზე თავდასხმა.