თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნატო-ს მოუწოდებს უფრო მეტი გააკეთოს გლობალურ ტერორიზმთან საბრძოლველად. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
"უსაფრთხოების კონცეფცია სერიოზული ცვლილებების საფრთხეს განიცდის. ამ პროცესში ნატო უნდა იყოს უფრო აქტიური ახალი საფრთხეების წინააღმდეგ,"_განაცხადა ერდოღანმა.
როგორც ცნობილია, ვარშავაში ნატო-ს ლიდერების სამიტი მიმდინარეობს, სადაც ალიანსის ლიდერები სავარაუდოდ რუსეთთან მიმართებაში სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ.