ქალაქ ბათუმში, რუსული ჯგუფის "Звери"-ს კონცერტი 29 აგვისტოს არის დაგეგმილი. გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტი "Check in Georgia"-ს ფარგლებში არის დაგეგმილი. იგეგმება თუ არა ამ პროექტის ფარგლებში რუსეთის ესტრადიის მომღერლების კონცერტი, ამასთან დაკავშირებით "გურია ნიუსმა" კომენტარი თხოვა კულტურის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს.
"ამას, ასე ვთქვათ, არა "Check in Georgia"-ს ფარგლებში პროექტი ახორციელებს, არამედ როგორც იცით "Check in Georgia"-მ ფარგლებში შესთავაზა ქართულ პროდიუსერებს, მუსიკალურ შემსრულებლებს, კოლექტივებს უფასო სცენა სრული აღჭურვილობით, სრული ინფრასტრუქტურით, რადგან მათ განახორციელონ ის პროექტები, რომლებსაც მოისურვებენ. ეს იქნება რუსული თუ ნებისმიერი უცხოური ჯგუფის ჩამოყვანა ან საკუთარი შემოქმედების წარმოჩენა მაყურებლის წინაშე.“ -გვითხრა მიხეილ გიორგაძემ.