რუსუდან გლურჯიძის ფილმმა "სხვისი სახლი" (House of Others) ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალზე – კარლოვი ვარი, ბროლის გლობუსი მოიპოვა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მომხმარებელი შოთა გლურჯიძე ავრცელებს.
"რუსუდან გლურჯიძის ფილმმა გაიმარჯვა კარლოვი ვარის ფესტივალზე და მოიპოვა East of the West Competition Grand Prix ბროლის გლობუსი!!!
ვულოცავ გადამღებ ჯგუფს და ბატონ გიორგი შენგელაიას მისი მოწაფის ფილმის დებიუტის ასეთ წარმატებას!!!"_ წერს შოთა გლურჯიძე სოციალურ ქსელში.
რუსუდან გლურჯიძის ფილმი "სხვისი სახლი" ხანმოკლე, მაგრამ გამანადგურებელ ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ისინი იკავებენ ნაჩქარევად გამოთავისუფლებულ სახლებს, მაგრამ მშვიდობიან გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება არ შეუძლიათ.
ომი ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძელდება.
ცნობისთვის, "სხვისი სახლი" ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომლის მსოფლიო პრემიერაც კარლოვი ვარის კინოფესტივალზე შედგა.
"სხვისი სახლი" საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთის და ხორვატიის ერთობლივი კოპროდუქციაა. მთავარ როლებს სალომე დემურია, ზურაბ მაღალაშვილი, ია სუხიტაშვილი, ოლგა დიხოვიჩნაია, ეკატერინე ჯაფარიძე და საბინა ახმედოვა ასრულებენ.
ფილმის პრემიერა საქართველოში სავარაუდოდ შემოდგომაზე შედგება.