ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ თუ როგორ მოახერხებს მთავრობა "ბლექ სი არენას" შენახვას, რომელიც როგორც ამბობენ ძალიან ძვირი დაჯდება, გიორგი კვირიკაშვილმა არ უპასუხა.
პრემიერის თქმით, მედიის წარმომადგენლებს მალე პრესკონფერენციაზე შეხვდება და ყველა კითხვას გასცემს პასუხს.
შეგახსენებთ რომ შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი დღეს ფონდმა "ქართუმ" სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა.
მისი მშენებლობა 200 მილიონი ლარი დაჯდა.