შეკვეთილის საკონცერტო დარბაზს, Black Sea Arena-ს რომელიც გუშინ ფონდმა "ქართუმ" სახელმწიფოს გადასცა, რამდენიმე ჰექტარზე გაშენებული დენდროლოგიური პარკიც ახლავს. როგორც "გურია ნიუსმა" გაარკვია, პარკში, უახლოეს დღეებში, ცნობილი კომპოზიტორების ქანდაკებები უნდა დაიდგას, რომლებიც უკვე მზადაა.
ამავე პარკში, ხეზე იესოს ხატია ამოტვიფრული, რომლის ავტორის ვინაობა უცნობია.