ცოტა ხნის წინ აშშ-ს მინესოტას უნივერსტიტეტის პროფესორმა ქეთლინ ვოსმა კოლეგებთან ერთად ექსპერიმენტი ჩაატარა და აღმოჩნა, რომ ტკივილს შეიძლება წამლის გარეშე ებრძოლო.
საჭიროა მხოლოდ ფული, რბილი სავარძელი და ამ ფულის დათვლა.
პროფესორი ამბობს, რომ ფულის დათვლისას ადამიანები ტკვილის ნაკლებად განიცდიან. ექსპერიმენტში მონაწილე სტუდენტები მეცნიერებმა ორ ჯგუფად დაყვეს. ერთი ჯგუფის წარმომადგენლებს თეთრი ფურცლები მისცეს, ხოლო მეორე ჯგუფს ფული დაურიგეს. მონაწილეებმა მათი გადათვლა დაიწყეს. ამის შემდეგ მონაწილეებს სთხოვეს ხელები ცხელ წყალში ჩაეყოთ, რათა ტკივილზე მათი რეაქცია შეემოწმებინათ. აღმოჩნდა, რომ სტუდენტები, რომლებიც კუპიურებს ითვლიდნენ ტკვივილს გაცილებით ნაკლებად გრძნობდნენ.
ამ ფაქტს მეცნიერები შემდეგნაირად ხსნიან-ფულის გადათვლისას ადამიანის ორგანიზმი ენდორფინებს, ბედნიერების ჰორმონებს გამოყოფს. ენდორფინების დიდი რაოდენობა კი ტკივილის ამცირებს.