შვედმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფსიქიკური დაავადებების რისკი ფრიადოსნებს ოთხჯერ მეტი აქვთ, ვიდრე ჩვეულებრივ მოსწავლეებს.
ექსპერტებმა გააანალიზეს თითქმის 714 ათასი მოსწავლის აკადემიური მოსწრება, რომლებმაც 2006-2015 წლებში დაასრულეს სწავლა. მიღებული შედეგები შეადარეს ბიპოლარულ აფექტურ აშლილობებს.
აღმოჩნდა, რომ ფრიადოსნებს თითქმის ოთხჯერ უფრო ხშირად ემართებოდათ ბიპოლარული აშლილობები, ვიდრე საშუალო მოსწრების მოსწავლეებს. საგანგებოდ იყო აღნიშნული, რომ ეს წარჩინებული მოსწავლეები პარალელურად გამოირჩეოდნენ კარგი მუსიკალური მონაცემებითა და ენის ათვისების უნარით.