დღეს "გამარჯვებულ ქალთა კლუბის" ლანჩხუთის ოფისმა 5 წლის იუბილის აღნიშვნა ცენტრალურ სკვერში ფლეშმობით დაიწყო, შემდეგ კი ეროვნული სკრინინგ ცენტრის ქალთა კლუბის წევრებმა, რომლებიც საიუბილეოდ სხვადასხვა რეგიონებიდან სტუმრობდნენ ჩვენს მუნიციპალიტეტს, ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს. აქ "გამარჯვებულ ქალთა კლუბის" დამფუძნებელმა და ეროვნული სკრინინგ-ცენტრის მენეჯერმა თინათინ ბერუჩაშვილმა კლუბის წევრ ქალბატონებს საჩუქრად მათთვის საჭირო აქსესუარი გადასცა.
საბოლოოდ, ეროვნული სკრინინგ ცენტრის ქალთა კლუბის რეგიონული ოფისის იუბილის აღნიშვნა ლანჩხუთის კულტურის სახლში საზეიმო კონცერტით დასრულდა.
იუბილეზე მყოფ სტუმრებს მასპინძლობას უწევდა ლანჩხუთის "გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ ხელმძღვანელი მზია კვირკველია, საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგარდულ საქმეთა კომისია და გამგეობის შესაბამისი სამსახური.