1 აგვისტოდან მიწის საკუთრებაში რეგისტრაციის პროცესი მარტივდება. იხსნება ბარიერები და წახალისდება რეგისტრაციის პროცედურა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაციისთვის საჭირო მიწის აზომვითი ნახაზების ხარჯებს სახელმწიფო აანაზღაურებს; შემუშავდება საამზომველო ნახაზის ერთიანი სტანდარტი; სახელმწიფო მოქალაქეს დაეხმარება საკუთრების დამადასტურებელი საბუთების მოძიებაში; სახელმწიფო მესაკუთრეებს დავების მოგვარებაში დაეხმარება; ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროები ერთობლივად მუშაობენ მიწის რეგისტრაციზე ბარიერების მოხსნასთან დაკავშირებით; დღეისათვის ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების მხოლოდ 25%-მდეა რეგისტრირებული.
სამინისტროს ინფომაციით, ცვლილებების უმთავრესი მიზანი სწორედ მიწის რეგისტრაციის პროცესის გამარტივება და წახალისებაა.