2016 წლის 8 ივლისის სტიქიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.
სოფლებში: სილაურში, ჯუმათსა და გურიანთაში დაზიანდა გზები და დაინგრა საავტომობილო ხიდები (ჯუმათში 2, გურიანთაში 1 და სილაურში 1 სახიდე გადასასვლელი).
უხვმა დინებამ სოფელ მელექედურში ორი უბნის დამაკავშირებელი გზა და საყანე ფართობები წაიღო.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით ზარალის ოდენობა 838 000 ლარს შეადგენს.