გავრცელებულია აზრი, რომ გონების ზედმეტი დატვირთვა მისი მოქმედების აქტივობას აქვეითებს და ამიტომაც ადამიანთა უმრავლესობა მუდმივად დასვენებას ნატრობს, თუმცა გერმანელი მეცნიერების დაკვირვებით ინტელექტის დაქვეითებას, სწორედ დასვენება განაპირობებს.
ასეთი დასკვნა მათ ადამიანის გონებაზე დაკვირვების შედეგად მიიღეს, რომელმაც აჩვენა, რომ უსაქმურობაში გატარებული ნახევარი თვეც კი საკმარისია ადამიანის IQ-ის 20-30 პუნქტით დაბლა დაწევისათვის, ხოლო აღსადგენად კი მინიმუმ ერთი თვეა საჭირო.
სწორედ ამიტომ უჭირს ადამიანთა უმრავლესობას დასვენების შემდეგ სამუშაო რეჟიმში ჩადგომა. იმისათვის, რომ გონებრივი შესაძლებლობები არ დაქვეითდეს, საჭიროა ადამიანმა დასვენების დროსაც კი არ შეწყვიტოს გონებრივი დატვირთვა – მაგალითად, შეიძლება კროსვორდის შევსება, ლოგიკური თამაშები და სხვა გონებრივი სავარჯიშოები, რაც გონებას მოდუნების საშუალებას არ მისცემს.