იტალიისა და ლიბიას შორის, ხმელთაშუა ზღვაში 4 მიგრანტი დაიღუპა, ხოლო 400-მდე ლტოლვილის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, იტალიის სანაპირო დაცვა დაღუპულთა შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.
მიგრანტების საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, ივლისის დასაწყისში იტალიაში ჩასვლა 67 000-ზე მეტმა მიგრანტმა შეძლო, ხოლო 2 499 დაიღუპა.