გარემოს დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის გადაწყვეტილებას "რესპუბლიკური პარტიის" დატოვების თაობაზე გამოხმაურებები უკვე მოჰყვა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ამბობს, რომ ეს მისი არჩევანია:
_ გიგლა აგულაშვილი საკამოდ ჭკვიანი კაცია და იცის, ალბათ, სად უფრო გამოადგება ქვეყნას. მიუხედავად იმისა, რომ სკამაოდ კარგი ურთიერთობა გავქვს, მაგაზე საუბარი არ გვქონია და მე თვითონ დღეს გავიგე.
ადამიანი ფიქრობს ხვალინდელ დღეზე, მის ადგილზე როგორ შეიძლება გამოადგეს ქვეყანას და ვერ შევაფასებ სიმართლე გითხრათ, რადგან მე არ ვიცი მისი პარტიული და პოლიტიკური კრედო "რესპუბლიკელებთან" მიმართებაში. თავგადაკლული "რესპუბლიკელები", როგორც წესი, არ ტოვებენ "რესპუბლიკურ პარტიას".
როგორც ჩანს გიგლა მაინცდამაინც თავგადაკლული არ იყო, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ნოდარ ჯავახიშვილმა.