ბრიტანელი მეცნიერების რჩევით, სტუდენტი, რომელიც გამოცდაზე მივა მინერალური წყლით, გაცილებით უკეთ ჩააბარებს გამოცდას, ვიდრე მისი სხვა თანაკურსელი. ამ თვალსაზრისით, მინერალური წყლის დახმარება გაცილებით ქმედითი აღმოჩნდა, ვიდრე ჩაის, ყავის ან სხვა სასმელის.
ვარაუდობენ, რომ წყალი დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ხოლო ის სტუდენტები, რომლებიც სტრესის გარდა წყურვილსაც განიცდიან გამოცდებზე, უმნიშვნელო მიზეზითაც ღიზიანდებიან.
ექსპერიმენტი ჩატარდა იმ სტუდენტებზე, რომლებიც გამოცდამდე სვამდნენ სხვადასხვა სასმელებს და იმათზე, რომლებიც საერთოდ არ სვამდნენ არაფერს. გამოირკვა, რომ სტუდენტები, რომლებიც სხვადასხვა სასმელს იღებდნენ გამოცდებამდე, გამოცდას 5%–ით მეტი წარმატებით აბარებდნენ; ხოლო ვინც კონკერტულად მინერალური წყლით სარგებლობდა, ისინი 10%–ით უკეთ აბარებდნენ.