გლუკოზის რაოდენობის შემცირება ორგანიზმს საშუალებას აძლევს დაამარცხოს ვირუსული რესპირატორული დაავადებები.
ჩრდილოეთ კაროლინის მეცნიერთა განცხადებით, ვირუსს განვითარებისათვის გლუკოზა ესაჭიროება და თუ კაცობრიობა შაქრის მომხარებას მნიშვნელოვნად შეამცირებს, სეზონური ვაქცინაციის აუცილებლობა გაქრება. მეცნიერებმა ლაბორატორიული კვლევები ჩაატარეს A ტიპის ვირუსებზე. კვლევებით დამტკიცდა, რომ ინფექციის კონტროლი შესაძლებელია გლუკოზის მეტაბოლიზმის(ნივთიერებათა ცვლა) ცვლილებით.
მეცნიერთა განცხადებით, ვირუსი უჯრედში თავისი გენომის გასავრცელებად იყენებს მჟავა გარემოს. მჟავა გარემოს კონცეტრაციაზეა დამოკიდებული ინფექციის გავრცელება და მისი სისწრაფე. შესაბამისად უჯრედში გლუკოზის კონცეტრაციის მატება უჯრედის დაინფიცირებას აჩქარებს. გლუკოზის დეფიციტი კი უჯრედს ვირუსისაგან იცავს, როდესაც თავად უჯრედი ამ დროს ენერგეტიკულ შიმშილს არ განიცდის და გლუკოზას ადენოზინტრიფოსფატით ანაცვლებს.