ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე პირველ საკითხად ბიუჯეტში ცვლილებების განიხილეს.
ცვლილებების შესახებ სასაუბროდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-სამსახურის უფროსი გია მამაკაიშვილი გამოვიდა. ვიდრე გია მამაკაიშვილი თავის გამოსვლას დაიწყებდა, მანამ სიტყვა ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი კვერღელიძემ ითხოვა.
"არა მგონია ამისთვის ოფიციალური წერილი იყოს საჭირო და სათქმელს საკრებულოს სხდომაზე ვაჟღერებ. ჩვენ, 3 აგვისტოს საკრებულოს მორიგ სხდომაზე უნდა დავნერგოთ ახალი პრაქტიკა. ბატონი გია მამაკაიშვილი (საუბარია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-სამსახურის უფროსზე) აქ არ უნდა გამოვიდეს, უნდა გამოვიდეს გამგებლის მოადგილეები.
შეიძლება დეპუტატებს კითხვები ჰქონდეს და აქედან გამომდინარე ბატონი გიასგან შესაძლოა ამომწურავი პასუხი ვერ მივიღოთ. ის არ იფიქროთ, რომ ბატონი გიას გამოსვლის წინააღმდეგი არის ვინმე, მას აქვს ნება, რომ დაესწროს სხდომებს და თუ რამე დაგვჭირდება ბუღალტრულად მაშინ მივმართავთ მას. დანარჩენი არის პოლიტიკა _ სად, როგორ და რისთვის იცვლება. გამგებელს ჰყავს სამი მოადგილე, ზოგი კურირებს ინფრასტრუქტურას, ზოგი – ეკონომიკას და ზოგი კიდევ სოციალურ საკითხებს. თითოეული ცვლილებები წარმოადგინოს კურატორმა მოადგილემ, ეს არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი. ეს ადამიანები თავიანთ სფეროში არიან კომპეტენტურები", _ თქვა დიმიტრი კვერღელიძემ და დასძინა: "დროა დავემსგავსოთ ნორმალურ საკრებულოს".