პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს.
"გურია ნიუსის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციით, ერთ-ერთი კანდიდატი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი იქნება.
ნარჩემაშვილს ხმების მოსაპოვებლად ბრძოლა 49-ე საარჩევნო უბანზე, ეწ. ავტოქარხნის დასახლებაში მოუწევს.
კობა ნარჩემაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2001-2003 წლებში ხელმძღვანელობდა. 2003 წელს, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ თანამდებობა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომისთანავე დატოვა.
კობა ნარცემაშვილი 2004 წლის ოქტომბერში სამართალდამცავებმა თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს, თუმცა რამდნეიმე თვეში 300 ათასი ლარის გადახდის შედეგად გაათავისუფლეს.