თბილისის ზოგიერთ უბანს, 18 ივლისს ელექტრომომარაგების მიწოდება დროებით შეეზღუდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, ისნის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ავლაბრის მოედნის, ვარდის მოედნის, კახეთის გზატკეცილის, მეტრო "ისნის" მიმდებარე ტერიტორიის, ქეთევან დედოფლის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, ბერი გაბრიელ სალოსის, ერისთავის, ალადაშვილის, ხივინის, მესხიშვილის, დმანისის, აწყურის, შორაპნის და ჯორჯ ბუშის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის, ჩხენკელის და კუპრაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", _ აცხადებენ კომპანიაში.