აშშ-ს დაავადებების კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის მეცნიერებმა დაასახელეს ათი პროდუქტი, რომლებმაც შესაძლოა ინფარქტი და ინსულტი გამოიწვიოს. საშიში პროდუქტების სიის სათავეში პური დგას. "დამნაშავე" პურის შემადგენლობაში შემავალი მარილია, რომელიც მაღალი არტერიული წნევის განვითარების მიზეზია.
კვლევებით დადგინდა, რომ ამერიკელები ყოველდღიურად 3266 მილიგრამ მარილს მოიხმარენ, მაშინ, როცა დღიური ნორმა 2300 მილიგრამს შეადგენს. მაღალი არტერიული წნევის მქონე ადამიანებისთვის კი, მხოლოდ 1500 მილიგრამი მარილის მიღებაა რეკომენდებული.
პურთან ერთად რისკის ჯგუფში ძეხვი, პიცა, მაკარონი, ჩიპსი, პოპკორნი და ზოგიერთი მარილიანი ხორცპროდუქტი შევიდა. აშშ-ს დაავადებების კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის რეკომენდაციით, საკვები პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს დაევალათ 25%-ით შეამცირონ მარილის შემცველობა საკუთარ ნაწარმში. მეცნიერების თქმით, მსგავსი ზომები ქვეყნის მასშტაბით ყოველწლიურად 30 ათას ადამიანს შეუნარჩუნებს სიცოცხლეს.