საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, სალომე ზურაბიშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა დღეს პრესკონფერენციაზე განუცხადა.
მისივე თქმით, კანდიდატურის დასაყენებლად ხვალიდან ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვება დაიწყება.
"თავი წარმომიდგენია როგორც საქართველოს დამოუკიდებელი დეპუტატი პარლამენტში. მე შევხვდი პრემიერ-მინისტრს, მაგრამ როგორც უპარტიო ადამიანს, ჩემი კონსულტაციები პარტიებთან არ იყო მიზანშეწონილი. არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი და მაქვს გამარჯვების იმედი. დღეს მე წარმოვადგენ საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს მოქალაქეებს", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.