საქართველოს პრემიერ-მინისტრი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი სესიაშვილისა ან კახა კახიშვილის კანდიდატურები განხიხილება, არ ადასტურებს.
ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"არ ვადასტურებ ამ ინფორმაციას, გრძელდება კონსულტაციები, მაგრამ არა ამ ორ კანდიდატთან დაკავშირებით. ირაკლი სესიაშვილი არის ძალიან ღირებული იქ,სადაც მოღვაწეობს, სავარაუდოდ ის იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი. რაც შეეხება კახა კახიშვილს, ის არის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ძალიან კარგი მინისტრი და მე ვფიქრობ, რომ მისი გამოცდილება არის ძალიან ღირებული იქ, სადაც ის არის," _ აღნიშნა პრემიერმა.