საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი დაუყოვნებლივ ესაუბრა გიორგი პაპუაშვილს და ვითარებას გაეცნო.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადების მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეხვედრა უახლოეს მომავალში შედგება.
"ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამრთლო. ეს არის მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტი.
შესაბამისად, გულისყურით უნდა მოვეკიდოთ ყველა იმ განცხადებას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოზე გავლენის მოხდენას და მასზე ზემოქმედებას შეეხება.
პრეზიდენტმა საკონსიტიუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შესთავაზა დახმარება – არის თუ არა, მყისიერი ჩარევა საჭირო ფიზიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. რაზეც თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამის საჭიროება დღეს არ არის.
ისინი შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში შეხვდებიან და განცხადების დეტალებთან და საქმეებთან დაკავშირებით ისაუბრებენ.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადების მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეხვედრა უახლოეს მომავალში შედგება", _ განაცხადა საპარლამენტო მდივანმა
შეგახსენებთ, რომ დღეს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ტავმჯდომარემ მოსამართლეებზე განხორციელებულ ზეწოლასა და შანტაჟზე ისაუბრა.
პაპუაშვილის თქმით, მოსამართლეებზე ფარული თვალთვალიც მიმდინარეობს.
ამავე თემაზე:
მოსამართლეებს უსმენენ და აშანტაჟებენ – საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე