ამერიკაში, ბრუკლინში დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული. აღნიშნულ ინფორმაციას NY1 ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ხელისუფლება მოქალაქეებს მოძრაობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს და შესაბამისი მოკლეტექსტური შეტყობინებები მათ მობილურ ტელეფონებზე გაეგზავნათ.
სიფრთხილის მიზნით ასევე აიკრძალა ავტომობილებით მოძრაობა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტმა 1 პირი დააკავა, რომელსაც ბრალად პოლიციის მანქანის ღია ფანჯარაში საეჭვო მოწყობილობის ჩაგდება ედება.
როგორც ცნობილია, შემთხვევის ადგილზე გამნაღმველი ჯგუფი იყო მობილიზებული, თუმცა საეჭვო ნივთიერება საშიში არ აღმოჩნდა.
"კოლუმბუსთან მამაკაცი დააკავეს ბომბით. სხვას არაფერს ამბობენ. მობილურზე მომივიდა შეტყობინენა და მერე "ტვიტერზეც" ვნახე. ჯერ ტაიმს სქვერზე ისროლა, მერე ეტყობა ცენტრალ პარკისკენ წავიდა და კოლუმბუს წრესთან დახვდნენ. დატყვევებული ჰყავთ ახლა და მანქანაშია ეს მძღოლი, გარშემო სულ პოლიციაა. ბომბიც ჩამოართვეს. სხვას არაფერს ამბობენ", _ აღნიშნავს ბრუკლინში მცხოვრები ქართველი "გურია ნიუსთან" საუბრისას.