ნასა-ს ინფორმაციით, გასული წლების მონაცემებთან შედარებით 2016 წლის პირველ ნახევარში 1,3 გრადუსით მეტი ტემპერატურა დაფიქსირდა.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გენერალური მდივნის, პეტერ ტაალასის თქმით, პარიზის კლიმატის ცვლილებების შეთანხმების სწრაფად განხორციელებაა საჭირო.
"ეს ხაზს უსვამს, რომ უფრო მეტად არის საჭირო პარიზის კლიმატის
ცვლილებების შეთანხმების განხორციელება, დაბალი ნახშირბადისა და განახლებად ეკონომიკაზე გადასვლა,"_აცხადებს ტაალასი.
როგორც ცნობილია, პარიზის დეკემბრის ხელშეკრულების მიხედვით 200-მდე მთავრობა შეთანხმდა, რომ გლობალურ დათბობას შეზღუდავდნენ 2 ცელსიუს გრადუსით.
მსოფლიო მეტეოროლოგიის ცენტრის ინფორმაციით, სითბო განსაკუთრებით არქტიკაში გამოიხატება.
"სითბო განსაკუთრებით არქტიკაში გამოიხატება, რამაც გრენლანდიის ყინულის ფურცლის ყოველწლიური დნობა დააჩქარა,"_ აცხადებენ მსოფლიო მეტეოროლოგიურ ცენტრში.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გენერალური მდივნის თქმით, მსოფლიო ექსტრემალური ნალექების და ტროპიკული ციკლონების წინაშე დგას.
"ჩვენ წინაშეა უფრო მეტი სითბოს ტალღები, ექსტრემალური ნალექები და ტროპიკული ციკლონები,"_ განაცხადა ტაალასმა.