საფრანგეთის ქალაქ სენ-ეტიენ დუ რუვრში, სადაც ეკლესიაზე შეიარაღებულ თავდასხმა მოხდა, სართალდამცველებმა ორივე თავდამსხმელი მოკლეს. ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" იტყობინება. ვრცელდება ინფორმაცია ერთ დაღუპულ მძევალზე.
მომხდარის დეტალები და თავდამსხმელთა მოტივები ამ დრომდე უცნობია.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დანით შეიარაღებული ორი პირი ქალაქში მდებარე ეკლესიაში შეიჭრა და იქ მყოფები მძევლად აიყვანა, მათ შორის მღვდელი და ორი მონაზონი.