ტოკიოს მახლობლად მდებარე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაწესებულებაში, დანით შეიარაღებულმა პირმა 19 შშმ პირი მოკლა, ხოლო 25 დაჭრა.
აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს. გამოცემის თანახმად, თავდასხმის დროს დროს შშმ პირებს ეძინათ.
ეჭვმიტანილი დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი, 26 წლის ახალგაზრდაა, რომელიც სამართალდამცავებს საკუთარი ნებით ჩაბარდა.
როგორც ცნობილია, თებერვალში ის წერდა წერილებს, რომ 470-მდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მოკვლა შეეძლო.
"ჩემი მიზანია სამყარო, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ევთანაზია მოხდება მათი მეურვეების თანხმობით, თუ მათ არ შეუძლიათ აქტიური ცხოვრება სახლსა და საზოგადოებაში,"_აცხადებს ეჭვმიტანილი.