დღეს პარტია "ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო" ოზურგეთში დეპუტატობის კანდიდატებს წარუდგენს ამომრჩეველს.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ოზურგეთში იქნება არჩილ თალაკვაძე, ხოლო ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ოლქში –თემურ ჭკუასელი.
წარდგენის ცერემონია სარამოს 8 საათზე დაიწყება. კანდიდატების წარდგენამდე კონცერტი გაიმართება, რომელიც 7 საათზე დაიწყება. როგორც "გურია ნიუსისთვის" გახდა ცნობილი, კანდიდატების დასახელებამდე ერთი საათით ადრე "Goofy land" და "შვიდკაცა" იმღერებენ.