https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“სამწუხაროდ, დღეს ჩვენ პირდაპირ ბიუჯეტიდან ვაფინანსებთ უმუშევრობას” _ გიორგი კვირიკაშვილი

15:07; 27.07.2016
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „გურია ნიუსის“ ოფისში, „ივლიტას ბიბლიოთეკაში“, გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან წარჩინებული სტუდენტების ნაწილს და ოქროს მედალოსნებს შეხვდა.

გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებს განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ განათლების სისტემა, რომელსაც სახელმწიფო აწვდის ახალგაზრდებს, უნდა იყოს ექსპორტზე, მინიმუმ, რეგიონულ ბაზარზე გათვლილი და ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს კონკურენტუნარიანი.

პრემიერი მიიჩნევს, რომ კონკურენტუნარიანი უნდა იყოს, როგორც სასწავლო გეგმები, ისე პროფესორ-მასწავლებლების მომზადება, სტუდენტისთვის შექმნილი პირობები, სახელმწიფო დახმარებები და ა.შ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ძირითადი პრინციპი, რაზეც თანხმობა არსებობს და ამ პრინციპით უნდა მოხდეს, როგორც უმაღლესი, ისე პროფესიული და საშუალო განათლების რეფორმირება.

გიორგი კვირიკაშვილმა  ახალგაზრდებთან შეხვედრისას, განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ განათლების სისტემა პოლიტიკური კონფრონტაციისგან მაქსიმალურად შორს უნდა იყოს და განაცხადა, რომ განათლების მინისტრი ყველაზე დეპოლიტიზებული მინისტრია, რაც სწორია.

„სამწუხაროდ, დღეს ჩვენ პირდაპირ ბიუჯეტიდან ვაფინანსებთ უმუშევრობას, რადგან ვაფინანსებთ პროფესიებს, რომლებიც შემდგომში შეიძლება არ იყოს მოთხოვნადი. ახალგაზრდებს, ფაქტობრივად, ვამყოფებთ ილუზიაში, რომ ისწავლიან, დაამთავრებენ, მიიღებენ პროფესიას და აღმოჩნდება, რომ ეს პროფესია ამდენად საჭირო არ არის.

ამ დროს, მეორეს მხრივ, ქვეყანაში გვაქვს რაღაც პროფესიებზე გამოკვეთილი მოთხოვნა და ისინი არ ისწავლება, რადგან ეს არ არის ახალგაზრდებში პოპულარული. ეს ჩვენი ბრალია, რადგან ჩვენ საკმარისად არ ვეუბნებით ახალგაზრდებს, რომ დასაქმების შანსი გაცილებით მაღალი იქნება, თუ ისწავლიან, მაგალითად, სამოქალაქო ინჟინერიას, ვიდრე, თუ ისწავლიან, მაგალითად, იურისპრუდენციას.

თუმცა, არის პროფესიები, რომლებიც არც ერთ ბაზრის კვლევაში არ გამოიხატება – ჰუმანიტარული მიმართულებები, კლასიკური ფილოლოგია, ფილოსოფია და ა.შ რომლებიც აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს, რადგან ერს სჭირდება ინტელექტუალური საზრდო და ადამიანები, რომლებიც ამ მიმართულებით იმუშავებენ. ასეთი ნაზავი სტრატეგიით ვფიქრობთ, წავიდეთ წინ და მინიმუმ ის გავაკეთოთ, რომ სახელმწიფომ საკუთარი სტიპენდიით არ წაახალისოს ის პროფესიები, სადაც დიდი ალბათობაა, რომ ადამიანები უმუშევრები დარჩებიან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ემპირიულად ჩანს საჭიროება, რომ სახელმწიფომ, კერძო სექტორთან ერთად დააფინანსოს მოთხოვნადი პროფესიების სწავლება და სწორედ ამას ემყარება გერმანული ე.წ დუალური განათლების მოდელი, როდესაც ადამიანები სწავლობენ და მუშაობენ ერთად. პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ პრინციპს ეფუძნება პროფესიული განათლების მოდელი, რომლის შექმნაც მთავრობას სურს და ეს პროცესი დაწყებულია.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამავდროულად, არსებობს გარკვეულად ჩაკეტილი სისტემები, სადაც ნაცნობები, მეგობრები ნათესავები ერთმანეთს რეფერატებს უწერენ – ერთი ნაშრომს დაწერს, მეორე კი ოპონენტია.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი სისტემების გახსნა იყო სტუდენტების ერთი ნაწილის მოთხოვნა ბოლო პერიოდის ცნობილი პროტესტის დროს და ამ სულისკვეთებას აბსოლუტურად იზიარებს.

პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში გაცილებით მეტი კონკურენცია იქნება, უფრო საღი იქნება მეცნიერებაც, უმაღლესი განათლების სისტემაც და ა.შ.
გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო პედაგოგებისადმი პატივისცემის აუცილებლობას.

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენს პედაგოგთა კორპუსს დიდი პატივი უნდა ვცეთ. არ შეიძლება, იგივე მოსწავლეების თვალში ვაფიქსიროთ უპატივცემულობა, საჯაროდ გამოცდების ჩატარება და შემდეგ იმის თქმა, რამდენი პროცენტი ჩაიჭრა. ეს დამოკიდებულება მთავრობის მხრიდან შესაცვლელია. არ ვამბობ, რომ განათლების ხარისხი და მასწავლებლების მომზადების დონე არ უნდა გაიზარდოს, მაგრამ მიდგომა უნდა იყოს სხვაგვარი“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ბევრი რამ არის შესაცვლელი საშუალო განათლებაშიც, მათ შორის, სასწავლო გეგმებში, სახელმძღვანელოებში თუ ა.შ. რაც შეეხება სისტემის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას, პრემიერის თქმით, ამ პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომლის მეშვეობით 2 ათასზე მეტ დასახლებულ პუნქტს მაღალსიჩქარიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი ექნება.

„ეს არის მართლაც რევოლუციური პროექტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებას მოიტანს მთლიანად საგანმანათლებლო სისტემაში. საუკეთესო ლექციების, საუკეთესო გაკვეთილების ლაივში მოსმენა იქნება შესაძლებელი ნებისმიერი სკოლის პირობებში, მაგალითად ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ოზურგეთში და ეს იქნება ძალიან კარგი ასევე მასწავლებლების მომზადებისთვის, კონკურენციისთვის და ა.შ მთლიანობაში რომ ვთქვათ, განათლების სისტემა ძალიან სერიოზულ ცვლილებებს გადის და იმედი გვაქვს, ამ ცვლილებების შედეგად, თაობა, რომელიც დაამთავრებს სკოლებს და უმაღლეს სასწავლებლებს იქნება გაცილებით უფრო მომზადებული თანამედროვე ცხოვრებისთვის, იქნება უფრო კონკურენტუნარიანი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა პრემიერთან არსებული „განთლების საერთაშორისო ცენტრის“ შესახებ, რომელიც ახალგაზრდებს, საჯარო სექტორისთვის მოსამზადებლად, სასწავლებლად საზღვარგარეთ აგზავნის. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ცენტრი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მომზადებული თაობა გაძლიერდეს და შეიქმნას ადამიანთა გუნდი, რომელიც გამოცდილებას სხვებს გაუზიარებს.

„ეს ყველაფერი ერთად, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს, არა მარტო განათლების სისტემაში, არამედ მთლიანად ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა სტუდენტებს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც ემოციები მატულობს, მსგავსი შეხვედრების ორგანიზება კარგია.

„სამწუხაროდ, ჩვენთან ტრადიციად იქცა, რომ წინასაარჩევნოდ ყველა ერთმანეთს ებრძვის, შეურაცხყოფას აყენებს. სჯობს, ეს ტრადიცია დავამთავროთ და ქვეყანა ნორმალურ კალაპოტში გადავიდეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ქვის ცვენა და ზვავსაშიშროება – სად აიკრძალა მოძრაობა

20:32; 15 თებერვალი, 2026
საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაუჩინარებული მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

19:08; 15 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა”- მეუფე შიოს ქადაგება მირქმის დღესასწაულზე

18:26; 15 თებერვალი, 2026
საზოგადოება

სენაკში, საცხოვრებელ სახლში, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ, ძლიერი ხანძარი გაჩნდა

18:00; 15 თებერვალი, 2026
საზოგადოება

დედაენის ბაღში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

17:02; 15 თებერვალი, 2026

"არ შეიძლება მოსწავლეების თვალში ვაფიქსიროთ მასწავლებლების უპატივცემულობა" _ პრემიერი

საქართველო ვარშავიდან მაქსიმალური შედეგით დაბრუნდა- თინა ხიდაშელი

ყველა სიახლე

საზოგადოება

ქვის ცვენა და ზვავსაშიშროება – სად აიკრძალა მოძრაობა

20:32; 15.02.2026
საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაუჩინარებული მოქალაქის ძებნა-შველის ღონისძიებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

19:08; 15.02.2026
საზოგადოება

“გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა”- მეუფე შიოს ქადაგება მირქმის დღესასწაულზე

18:26; 15.02.2026
სპორტი

“ბორჯღალოსნებმა” ნიდერლანდებს მოუგეს

18:12; 15.02.2026
სამართალი

“კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 10 000 აშშ დოლარი გამოსძალეს”

18:04; 15.02.2026
საზოგადოება

სენაკში, საცხოვრებელ სახლში, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ, ძლიერი ხანძარი გაჩნდა

18:00; 15.02.2026
საზოგადოება

დედაენის ბაღში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

17:02; 15.02.2026
სამართალი

არასრულწლოვანთა დანაშაულის ზრდა და სისტემური ხარვეზები განრიდების პროგრამაში- რა წერია აუდიტის ანგარიშში

15:49; 15.02.2026
სამართალი

ძალადობა არასრულწლოვანზე – პოლიციელი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა

14:04; 15.02.2026
მსოფლიო

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

13:38; 15.02.2026
პოლიტიკა

17 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყაველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით გამოვა

13:24; 15.02.2026
სამართალი

რამდენ ადამიანს აღმოაჩნდა დადებითი შედეგი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გურიაში

13:03; 15.02.2026
სამართალი

მამაკაცი დაჭრეს- რას აცხადებს შსს

12:53; 15.02.2026
ზაფრანი

„გამოსაშვები გამოცდა“

12:27; 15.02.2026
ზაფრანი

„დამატებითი ტაიმები დაინიშნა და ამან გაგვშიფრა…“

12:24; 15.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო