საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მტავრობის დამოკიდებულება პედაგოგების მიმართ შესაცვლელია:
"ჩვენს პედაგოგთა კორპუსს დიდი პატივი უნდა ვცეთ. არ შეიძლება, იგივე მოსწავლეების თვალში ვაფიქსიროთ უპატივცემულობა, საჯაროდ გამოცდების ჩატარება და შემდეგ იმის თქმა, რამდენი პროცენტი ჩაიჭრა.
ეს დამოკიდებულება მთავრობის მხრიდან შესაცვლელია. არ ვამბობ, რომ განათლების ხარისხი და მასწავლებლების მომზადების დონე არ უნდა გაიზარდოს, მაგრამ მიდგომა უნდა იყოს სხვაგვარი“, _ განაცხადა პრემიერმა "გურია ნიუსის" ოფისში, "ივლიტას ბიბლიოთეკაში" სტუდენტებთან შეხვედრისას..
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ბევრი რამ არის შესაცვლელი საშუალო განათლებაშიც, მათ შორის, სასწავლო გეგმებში, სახელმძღვანელოებში თუ ა.შ.