არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი განცხადებას ავრცელებს და შეშფოთებას გამოთქვამს "სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელზე განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით.
"არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას "სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის"
ხელმძღვანელ ზვიად კუპრავაზე, სანდრო ბრეგაძის და მის თანხლები პირების მხრიდან განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის გამო და მოვუწოდებთ
სამართალდამცავ ორგანოებს,მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ მიიღონ სათანადო ზომები,
დაიწყონ გამოძიება, რომელსაც წარმართავენ
ეფექტურად და გამჭრვალედ, ხოლო მოძალადე პირები მყისიერად მისცენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
მიგვაჩნია, რომ თავდასხმის დროს გაკეთებული განცხადებები სამართლიანად აჩენს საფუძლიან ეჭვს, რომ ფიზიკური ძალადობა მოტივირებული იყო
დაიწყონ გამოძიება, რომელსაც წარმართავენ
ეფექტურად და გამჭრვალედ, ხოლო მოძალადე პირები მყისიერად მისცენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
მიგვაჩნია, რომ თავდასხმის დროს გაკეთებული განცხადებები სამართლიანად აჩენს საფუძლიან ეჭვს, რომ ფიზიკური ძალადობა მოტივირებული იყო
დისკრიმინაციის ნიშნით, რაც ზვიად კუპრავას სამოქალაქო და პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდება.
განსკუთრებით შემაშფოთებელია, ის ფაქტი, რომ ეს არაა წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებზე ძალადობის
პირველი შემთხვევა. მსგავს ფაქტებზე არასათანადო რეაგირება მიგვაჩნია რომ საფრთხეს უქმნის მშვიდობიან წინასაარჩევნო გარემოს და თავისუფალი
დასამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ამავდროულად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად და არაძალადობრივ გარემოში ჩატარება
მნიშვნელოვანი წინაპირობაა საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის."–ნათქვამია განცხადებაში.