ჟურნალისტმა დიანა ტრაპაიძემ ტელეკომპანია "იმედი" დატოვა.
აღნიშნულის შესახებ ტრაპაიძე სოციალურ ქსელში წერს:
"მოკლედ, წავედი "იმედიდან". ცოტა დასვენება მინდა, მართლა."იმედის" ხელმძღვანელობას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა ეს გადაცემა, ჩემი ავტორობით, ისევ ყოფილიყო ბადეში. მთხოვდნენ გადამეხედა გადაწყვეტილებისთვის. მადლობა ყველას, ვუსურვებ ამ არხს წარმატებას,იქ ნამდვილად ბევრი კარგი წელი მაქვს გატარებული", _ წერს ტრაპაიძე.