გერმანიაში ლტოლვილთა მიმღებ ცენტრში აფეთქება მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას THE INDEPENDENT ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
როგორც ცნობილია, ლტოლვილების ცენტრიდან 200 მილის დაშორებით სამართალდამცავებმა ჩემოდნის ნაწილი აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ აეროზოლით იყო სავსე და გარედან ააფეთქეს.