გურიის გუბერნატორის მოადგილის, იოსებ (სოსო) ერქომაიშვილის საკუთრებაში ოზურგეთში, სოფელ შემოქმედში მდებარე 2500.00 კვ.მ.-ის ფართობი მიწის ნაკვეთი და 2001 წელს გამოშვებული მერსედერსი ML-ია.
ამის შესახებ ერქომაიშვილის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული.
დეკლარაციის მიხედვით, სოსო ერქომაიშვილმა გასულ წელს შემოსავლის სახით ჯამში 24 000 ლარი აქვს მიღებული.
კერძოდ, სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან 6500 ლარი; გუბერნატორის მოადგილეობისთვის 15 000 ლარი, ხოლო წმინდა სამების საკათედრო ტაძარიდან 2500 ლარი, სადაც ის მგალობელია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, სამების საკათედრო ტაძრიდან 2014 წელს ერქომაიშვილს გაცილებით მეტი, 5856 ლარი აქვს მგალობლობისთვის მიღებული. ხოლო, ამავე წელს სს-საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან 15 840 ლარის შემოსავალი მიუღია.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, დეკლარაციის შევსების მომენტში სოსო ერქომაიშვილის სახელფასო ანგარიშზე ვი–თი–ბი ბანკში 664.00 ლარი ირიცხებოდა.
დეკლარაციის თანახმად, ერქომაიშვილის სახელზე 17 100-ლარიანი სამომხმარებლო სესხია რომელიც მას 2014 წლის 30 სექტემბერს აუღია და ვადა 2017 წლის ოქტომბერში გასდის, სესხის პროცენტის დასაფარად კი, გასულ წელს 7 200 ლარი გადაუხდია.