საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მოუსმინა და მას მთავარ პროკურატურასთან თანამშრომლობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმ საკითხის გამოძიება, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საუბრობს, პროკურატურის პრეროგატივაა; პროკურატურა კი არის დამოუკიდებელი ორგანო.
მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ინსტიტუციების დისკრედიტაცია დაუშვებელია და ყველა ადამიანმა, თანამდებობის მიუხედავად, ინსტიტუციებს პატივი უნდა სცეს.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მთავარ პროკურორს შეხვდება.