საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ირაკლი გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში გურიაში ვიზიტის საინტერესო დეტალს ამხელს.
"მოგეხსენებათ ხშირად გვიწევს სიარული რეგიონებში. რამდენჯერმე ვარ ნამყოფი ყველა რაიონში, ქალაქში და სოფლებშიც კი. სხვადასხვა ღონისძიების ბოლოს, ადგილობრივი მცხოვრებლები მოდიან და კახას ( კალაძეს) უყვებიან იქ არსებულ პრობლემებს. ძირითადად პირადი, იშვიათად საერთო პრობლემებზე საუბრობენ. ერთხელ,
გურიაში მივიდა მოხუცი ქალბატონი კახასთან, ნენა ერთი სათხოვარი მაქვსო. კახამ გამგებელს დაუძახა, რომ მოუსმენდა თუ შესაძლებელი იყო იქვე დაევალებინა მისი პრობლემის მოგვარება. გამგებელმაც ორივეს დაასწრო და ამ
ქალბატონს ეუბნება , როგრც შეგპირდით გაზი და გზაც მალე იქნებაო. ნენა, არც გაზი მინდა და არც გზა, ის ტეხნიკუმი აღადგინეთ იქნება მომავალ თაობას გამოადგესო…", _ წერს გაფრინდაშვილი საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე.