ვენის უნივერსიტეტის პროფესორებმა გასახდომი ნაერთი გამოავლინეს. ექსპერტები ამბობენ, რომ ნაერთი ადამიანებს ცხიმების დაწვაში დაეხმარება.
მათი განმარტებით, ნივთიერება ააქტიურებს UCP ცილას, რომელიც პასუხისმგებელია ცხიმოვან უჯრედებში ცხიმების დაწვაზე. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ცხიმების მჟავისა და ალდეჰიდის ნაერთი ნამდვილად ააქტიურებს UCP-ს ცილას.
სპეცილისტები ამბობენ, რომ თუ ისინი მოახერხებენ ნაერთის სწორად გამოყენებას, ცხიმების დონის დარეგულირება შესაძლებელი გახდება.
სიმსუქნის წინააღმდეგ მსგავსი ნივთიერების, 30-იან წლებშიც შექმნეს, თუმცა ნივთიერებას სერიოზული უკუჩვენებები ახასიათებდა, რის გამოც მისი მოხმარება აიკრძალა.