მდიდარ ამერიკელებს მომავალი შვილების გარეგნობის შერჩევა შეეძლებათ.
ამის შესახებ ნიუ-იორკის კლინიკაში აცხადებენ და ამბობენ, რომ კომპიუტერული დიაგნოსტიკის საფუძველზე დედის კვერცხუჯრედისა და დონორის სპერმის ერთობლიობის მეშვეობით, მამის ათასობით თვისების მიხევით შერჩევაა შესაძლებელი.
გარდა ამისა, სისტემის მეშვეობით შესაძლებელი იქნება დადგენა, ხომ არ არის ჩანასახი ავადმყოფი. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ეს მძიმე მემკვიდრეობითი დაავადებების თავიდან აცილების საშუალებას გვაძლევს.