თურქეთში სამხედრო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ შესუსტების ნიშნები არ ჩანს. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ქვეყანაში 130-ზე მეტი მედია საშუალება დაიხურა, მათ შორის 45 გაზეთი, 16 სატელევიზიო არხი და სამი საინფორმაციო სააგენტოა.
როგორც ცნობილია, ქვეყანაში ასევე გრძელდება ჟურნალისტების დაპატიმრება.
მაუწყებლის ცნობით, ორშაბათს 42 ჟურნალისტის დაპატიმრების შემდეგ, ოთხშაბათს კიდევ 47 ჟურნალისტი დააკავეს.
როგორც ცნობილია, დაკავებულებს შორის Zaman გაზეთის თანამშრომლებიც არიან, რომელიც ხელისუფლებამ წლის დასაწყისში მიიტაცა გადასახლებულ სასულიერო პირთან, ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირის გამო, რომელსაც პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მტრად მიიჩნევს.
მაუწყებლის ცნობით, დასავლეთის ლიდერები შეშფოთებას გამოთქვამენ გადატრიალების შემდგომი რეპრესიებისა და ერდოღანის მიერ ოპოზიციის დადუმების გამო.
როგორც ცნობილია, გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ 60 000-ზე მეტი ადამიანია პატიმრობაშია ან გამოძიება მიმდინარეობს.
გავრცელებული ცნობით,1 700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაითხოვეს, რომელთა უმეტესობა თურქი გენერლები და ადმირალები არიან.
მაუწყებლის ინფორმაციით, 15 ივლისის ღამეს სპეცსამსახურის რაზმი ხმელთა შუა ზღვის კურორტ მარმარისზე კომანდოსების ჯგუფს ეძებდა, რადგან მიაჩნდათ, რომ კომანდოსები ერდოღანის მოკვლას ცდილობდნენ.