დღეს, 20:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის, მოქმედი დეპუტატი, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტირი ხუნდაძე იბრძოლებს.
აღნიშნულ ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახურში არ ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ კანდიდატების ვინაობას პრემიერი-მინისტრი დაასახელებს.