თბილისის მერიის სოციალური მომსახურების სამსახური დროებით მისამართს იცვლის. აღნიშნულთან დაკავშირებით, მერია განცხადებას ავრცელებს.
"თბილისის მერია გაცნობებთ, რომ მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისა და სივრცის ადაპტირების მიზნით, თბილისის მერიის პირველ სართულზე, მოქალაქეთა მომსახურების სივრცეში სარემონტო სამუშაოები იწყება, შესაბამისად, მუნიციპალური სერვისების მიღებას მოქალაქეები1 აგვისტოდან, სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე, ჟ. შარტავას N7-ის ნაცვლად, კოსტავას N72-ში შეძლებენ.
სარემონტო სამუშაოებისა და სივრცის შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირების შემდეგ, თბილისის მერია მოქალაქეებს გაუმჯობესებულ და განახლებულ მუნიციპალურ სერვისებს შესთავაზებს :
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და ადაპტირებული მომსახურების სივრცე;
სწრაფი მომსახურება;
გაზრდილი სამუშაო საათები და მუნიციპალური სერვისების მიღების შესაძლებლობა კვირაში 6 დღის განმავლობაში (შაბათის ჩათვლით);
სრულფასოვანი და კვალიფიციური კონსულტაცია;
სერვისების ხელმისაწვდომობა ყველა რაიონულ გამგეობაში;
მუნიციპალური სერვისების მიღების შესაძლებლობა ელექტრონულად, სახლიდან გაუსვლელად;
თბილისის მერია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს დროებით შექმნილი დისკომფორტისთვის."-ნათქვამია განცხადებაში.