მეცნიერები გვთავაზობენ უბრალოსა და სწრაფ საშუალებას, რომლის შედეგადაც თვალები დაისვენებენ კომპიუტერთან დიდი ხნის მუშაობის შემდეგ. აღმოჩენა ეკუთვნით ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევარებს.
მეთოდი მდგომარეობს შემდეგში: ყოველ 20 წუთში თვალები უნდა მოვაცილოთ მონიტორს და 20 ფუტის (6 მეტრის) სიშორეზე ყურებით 20-ჯერ დავახამხამოთ. სტრატეგია 20-20-20 შემუშავებულია თვალების კომპიუტერული დაღლილობის სინდრომის პრობლემის გადასაჭრელად, რაც პერსონალური კომპიუტერების მფლობელებს აწუხებთ.
თვალების კომპიუტერული დაღლილობის სინდრომი მოიცავს შემდეგ გამოვლინებებს: თვალის გადაღლილობასა და სიმშრალეს, თავის ტკივილებს, ტკივილებს კისრისა და სახსრების არეში. როგორც წესი, ეს დროებითი ხასიათის მოვლენებია, მაგრამ ბევრისთვის არის ყოველდღიური პრობლემა, რომელიც აიძულებთ, მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს. უფრო მეტი რისკის ქვეშ დგანან ადამიანები, რომლებიც 3 და მეტ საათს ატარებენ კომპიუტერთან.