პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დღეს, შიდა ქართლში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, მმართველი პარტიის დეპუტატობის კანდიოდატი ხაშურის საარჩევნო ოლქში, პარლამენტის წევრი ვალერი გელაშვილი იქნება.
პარტიის პრესსამსახურში აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ კანდიდატების ვინაობას დღეს პრემიეირ გაახმოვანებს.