გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორია წარადგინა.
იზორიამ მინისტრის რანგში უკვე გაკეთა პირველი განცხადება.
“მინდა, 2 ფაქტორზე გავამახვილო ყურადღება ჩემს მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ჩვენ გავაგრძელებთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ ინტეგრაციის გზაზე თავდაცვის უწყებაში მნიშვნელოვანი რეფორმების გახორციელებას. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რისი თქმაც მსურდა, ახლო წარსულში ხელი მოეწერა მემორანდუმს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის და ამ მემორანდუმით გათვალისწინებულ, მნიშვნელოვან რეფორმებს, რომლებიც უკავშირდება, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი თავდაცვის უწყების და ქვეყნის ინტეგრაციას, ბუნებრივია, ამ ნაკისრ ვალდებულებებს ღირსეულად შევასრულებთ“, _ განაცხადა იზორიამ.