რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა მუქარის შემცველი განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 29 ივლისს, 12 საათსა და 30 წუთზე თბილისში აფეთქება მოხდებოდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტერორისტული აქტის ჩადენის მუქარის ფაქტზე ახმეტის რაიონის სოფელ დუისში მცხოვრები, 1993 წელს დაბადებული ვახტანგ ხანგოშვილი დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, 2016 წლის 29 ივლისს, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, მომხმარებლის სახელით Dau Levski გაავრცელა მუქარის შემცველი ინფორმაცია.
აღნიშნულ ფაქტზე სუს-ის კონტრტერორისტულ ცენტრში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის I პრიმა ნაწილით და დადგინდა ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული ტერორისტული აქტის ქმედების ჩადენის მუქარის ავტორი _ ვახტანგ ხანგოშვილი
დაკითხვის პროცესში, დაკავებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, რის შემდეგაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.
ვ.ხ-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.